"დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა" - რას ამბობს ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე - კვირის პალიტრა

"დასავლური სამყაროს თავზე ახალი მზე ამოვა" - რას ამბობს ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე

დასავლური სამყაროს თავზე სამშაბათს დილიდან ახალი მზე ამოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

ორბანის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერის შეფასებით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ „მწარე, რთული და მტკივნეული“ ადმინისტრაციის დასასრული გარდამტეხი მომენტია.

ორბანის მტკიცებით, 2020 წლის არჩევნები ტრამპს გაყალბების გზით მოიპარეს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა “დემოკრატები“ ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და „გენდერული სიგიჟის“ ხელშეწყობისთვის გააკრიტიკა. ორბანის მტკიცებით, „დემოკრატები“ თავიანთ მიზნებს კონფლიქტის გზით ახორციელებენ, როგორც ეს უკრაინის ომში ჩანს.