პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“.

მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

"ინტერპრესნიუსი"