სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.
წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო.
„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.