"წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება" - კვირის პალიტრა

"წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება"

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება,” - წერს ზურაბიშვილი.