როგორ ულოცავს ილია თოფურია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას?
ილია თოფურია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს:
"მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება"- წერს თოფურია.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.