"მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ - კვირის პალიტრა

"მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“

დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ვაშინგტონში იმისთვის იმყოფება, რომ ქართველი ხალხის ხმა წარადგინოს.

"მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ - წერს ზურაბიშვილი.