"გაცნობის დღიდან, წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი!" - "ნინა დრამას" მილოცვა, ვიდეო კადრები და ქართული მუსიკა
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
მერაბს გამარჯვებას ულოცავს ცნობილი ბლოგერი და ჟურნალისტი, ნინა მარი დანიელი, რომელსაც საზოგადოება "ნინა დრამას" სახელით იცნობს.
"გაცნობის დღიდან, წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი! გილოცავ, მერაბ - შევხვდებით საქართველოში", - წერს ნინა და მერაბთან ერთად სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოების კოლაჟს აქვეყნებს, ქართული მუსიკის თანხლებით.