"როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა" - ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა
სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.
„კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.
„როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.
„როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ - წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.