"უკვე ჩავალაგე ნივთები, შევარჩიე ავეჯი - დიზაინში ცოტა ცვლილებებს შევიტან" - რას ამბობს მელანია ტრამპი თეთრ სახლში გადასვლაზე?
მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ამერიკისკენაა მიპყრობილი, სადაც სულ მალე პრეზიდენტის სავარძელს დონალდ ტრამპი დაიკავებს, აშშ-ის პირველი ლედი კი კვლავ მელანია ტრამპი იქნება.
მელანია ტრამპმა Fox news-თან ინტერვიუში თეთრ სახლში გადასვლის სამზადისზე ისაუბრა:
"განსხვავება ის არის, რომ ვიცი, სად მივდივარ, ვიცი ოთახები, სადაც ვიცხოვრებთ, ვიცი ეს პროცესი. პირველად ეს ყველაფერი გამოწვევა იყო. ახლა კი მაქვს გეგმა, სად ვიცხოვრებთ. უკვე ჩავალაგე ნივთები, შევარჩიე ავეჯი, რომელსაც გადავიტან. დიზაინში ცოტა ცვლილებებსაც შევიტან, მაგრამ - ბევრს არა. ბაიდენები ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ, 20 იანვარს კი მათ ექნებათ მხოლოდ 5 საათი თეთრი სახლის დასატოვებლად და ჩვენს შესასახლებლად, ყველაფერი წუთობრივადაა გაწერილი. სადაც საჭიროა, იქ ვიქნები, მაგრამ ჩემი პრიორიტეტია, ვიყო დედა, პირველი ლედი და მეუღლე," - ამბობს მელანია ტრამპი ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შედგება.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
(სპეციალურად საიტისთვის)