კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს
ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.
ცოტა ხანში ფიცს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დადებს, ხოლო შემდეგ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს. უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადების ცერემონიაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
"ინტერპრესნიუსი"