კადრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან - ამერიკის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერომონია (ვიდეო)
ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.
ცოტა ხანში ფიცს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დადებს, ხოლო შემდეგ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს. უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.
დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადების ცერემონიაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
ღონისძიება კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, შენობაში იმართება. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გათვალისწინებით, ინაუგურაცია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით ტარდება.