პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება. "ინტერპრესნიუსი"