"დიდი იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობით შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას" - კვირის პალიტრა

"დიდი იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობით შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას"

ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს , - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდეობაზე არჩეული მიხეილ ყავლეაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, „დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“.

„წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!”, - წერს ყაველაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"