რატომ არ დაესწრო მიშელ ობამა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას? - რა ვერსიები ვრცელდება მედიაში?
ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ ესწრებოდა,
ბარაკ და მიშელ ობამას ოფისს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია თუ რატომ არ დაესწრო მიშელ ობამა ცერემონიას.
ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში, ასევე ლორა ბუში და ჰილარი კლინტონი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დაკრძალვაზეც ბარაკ ობამა მეუღლის გარეშე იყო.
წარსული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზე ბარაკ ობამამ და დონალდ ტრამპმა ერთმანეთთან მეგობრულად ისაუბრეს.
ჯერ კიდევ ჯიმი კარტერის დაკრძალვის შემდეგ, მედიაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გაუჩნდა ბზარი ობამების მრავალწლიან ქორწინებას. რამდენიმე დღის წინ, განქორწინების ხმების ფონზე, ბარაკ ობამამ მიშელ ობამას 61 წლის იუბილე თბილი პოსტით მიულოცა. გააგრძელეთ კითხვა