5900 დოლარიანი ჩანთა და ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის რეპლიკა - როგორ გამოიყურებოდა ივანკა ტრამპი საინაუგურაციო ბალზე (ფოტოები)
ივანკა ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ბალზე სპეციალურად მისთვის შექმნილი 1954 წლის ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის რეპლიკა მოირგო.
პრეზიდენტის 43 წლის ქალიშვილი თავის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ვაშინგტონში, ბალზე რომანტიკული ცეკვის დროს გამოჩნდა.

ივანკამ თეთრი, ელეგანტური, სამოსი მოირგო - გრძელი, თავისუფალი კაბა შავი ყვავილოვანი დეტალებით იყო გაფორმებული.

ეს კაბა ჰუბერტ დე ჟივანშის 1954 წლის ოტ კუტიურის შავ-თეთრი კაბის რეპროდუქცია იყო, რომელიც თავდაპირველად ოდრი ჰეპბერნისთვის ფილმ „საბრინაში“ შეიქმნა. გააგრძელეთ კითხვა