პირი სამ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა - რა ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? - კვირის პალიტრა

პირი სამ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა - რა ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი სამ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა.

"მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.