"სინამდვილეში ირაკლი რუხაძე არის... "ნაცებთან" მისი “მტრობის” თემაც აბსოლუტურად მოგონილია, თავისი აღვირახსნილი მოღვაწეობის გასაპრავებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში ირაკლი რუხაძე არის... "ნაცებთან" მისი “მტრობის” თემაც აბსოლუტურად მოგონილია, თავისი აღვირახსნილი მოღვაწეობის გასაპრავებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"სინამდვილეში, ირაკლი რუხაძე არის ბადრის მემკვიდრეობისთვის ბრძოლის დროს ამღვრეულ წყალში მოთევზავე, შემთხვევით გამდიდრებული ერთი წვრილმანი, ყველაფერზე ხელის მომწერი ავანტურისტი.

მე ეს განსაკუთრებით კარგად ვიცი…

"ნაცებთან" მისი “მტრობის” თემაც აბსოლუტურად მოგონილია, თავისი აღვირახსნილი მოღვაწეობის გასაპრავებლად.

რეალურად, ის ცარიელი ადგილია, რომლის სული ბიძინას მაგრად უჭირავს ხელში.

გასაკვირი ის არის, რომ ამ ცარიელ ადგილზე ჩვენვე ვქმნით “პერსონის” მითოლოგიას…" - წერს გია ხუხაშვილი.