უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები - კვირის პალიტრა

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

"ინტერპრესნიუსი"