რა ვიდეოს აქვეყნებს დიანა ღურწკაია ანუკი არეშიძის მოდის სახლიდან - მომღერალი თბილისში ძმასთან და შვილთან ერთად ჩამოვიდა
დიანა ღურწკაია თბილისშია. მომღერალი ვიდეოს ანუკი არეშიძის მოდის სახლიდან აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ დიანა ანუკის დიზაინით შექმნილ შავ კაბებს იზომავს. მას თან ახლავს ძმა და შვილი, რომელსაც მოდის სახლის დატოვების შემდეგ ხელში შენაძენი უკავიათ.
ცოტა ხნის წინ, მომღერლის ძმამ რობერტ ღურწკაიამ, რომელიც ასევე მოსკოვში ცხოვრობს და მისი პროდიუსერია მედიასთან გარდაცვლილი სიძე გაიხსენა.მისი თქმით, როდესაც პეტრე კუჩერენკომ დიანასთვის ხელის თხოვნა გადაწყვიტა, რობერტს უთხრა, რომ აპირებდა მომავალი მეუღლის „თვალებად“ გამხდარიყო.
”მე ვუთხარი: ”პეტია, იცით, დიანას საკმარისი პრობლემები აქვს. არ მინდა, რომ მისი პრობლემა იყო." მან მიპასუხა: "ნუ გეშინია, მე გავხდები მისი თვალები". "იმ მომენტში ისეთი ემოციები მქონდა... მთელი სამყაროს ჩახუტება მინდოდა", - ამბობს რობერტი.