"დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო, მთხოვდა სახლის მისამართს და როცა უარი ვუთხარი..." - რას ჰყვება მაია ასათიანი - კვირის პალიტრა

"დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო, მთხოვდა სახლის მისამართს და როცა უარი ვუთხარი..." - რას ჰყვება მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" წერს:

"დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო და ყვავილები უნდა მოეტანა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისგან. მთხოვდა სახლის მისამართის თქმას და როცა უარი ვუთხარი ჩხუბი და შეურაცხყოფა დამიწყო. ბოლოს კი დაასრულა - "ახლა მე ტაშს დავუკრავ და შენ იმღერე "ნაცებს რა..."

ვაჰ, "ქოცებო" აი, ძაან საყვარლები ხართ".

poto-1737621230.png