ნატოს გენმდივნის "აღსარება" - "ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ და..." - კვირის პალიტრა

ნატოს გენმდივნის "აღსარება" - "ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ და..."

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და არ შევამციროთ. ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით გადაადგილდება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტის დახარჯვა მოუწევთ.

„ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ. წარმოების მხრივ, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში ვართ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"