"ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.

„რიცხვი არ მახსოვს, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გზა გადამეკეტა. მტკიცებულებები, რაც ვნახე, არაფერი არ არის, ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ. ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ, მთავარია პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.