ნატოს უნიკალური ჰაუბიცა უკრაინაში - რუსებს ცუდი დღე დაადგებათ: ასეთი რამ არტილერიის ისტორიას ჯერ არ ახსოვს - კვირის პალიტრა

ნატოს უნიკალური ჰაუბიცა უკრაინაში - რუსებს ცუდი დღე დაადგებათ: ასეთი რამ არტილერიის ისტორიას ჯერ არ ახსოვს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანი ომი ისტორიაში შეიძლება შევიდეს, როგორც „დრონების ომი“, კვლავ აქტუალური რჩება „ომების ღმერთი“ ანუ არტილერია, რომელიც 1 200 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ორივე მხრიდან სხვადასხვა კალიბრის ჭურვებით დღე-ღამეში არანაკლებ 30-50 ათას გასროლას ახდენს...

უკრაინის არმია საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების უდიდეს დეფიციტს განიცდის და ძირითადად გადასულია ნატოს 105 და 155 მმ კალიბრის საარტილრიო ჭურვების მოხმარებაზე, რომლებსაც ასევე დასავლეთის მხრიდან გადაცემული ბუქსირებადი და თვითმავალი ქვემეხებიდან და ჰაუბიცებიდან ისვრიან.

1-hau-1737624286.png
უკრაინის ფრონტზე ეს RCH 155 თვითმავალი ჰაუბიცები მალე პუტინის ოკუპანტ ჯარისკაცებზე დაიწყებენ თავიანთი უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდას...

რამდენიმე დღის წინ უკრაინის არმიას შეემატა უახლესი საარტილერი სისტემა, რომელიც საერთოდ უნიკალურია და ახალი სიტყვაა საარტილერიო საქმეში.

გერმანიამ უკრაინას გადასცა პირველი ექვსი RCH 155 ტიპის თვითმავალი საარტილერი დანადგარი, რითაც უკრაინის არმია მსოფლიოში პირველი გახდა, ვინც პირველმა მიიღო შეიარაღებაში ეს უნიკალური საარტილერიო სისტემა და რომელსაც, ალბათ მალევე რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოცდის...

რითი არის ასეთი უნიკალური RCH 155-ი?

არა იმით, რომ ის ოთხღერძიან და რვაბორბლიან შასიზეა განთავსებული(მაგალითად ქართველი არტილერისტების განკარგულებაში ჩეხოსლოვაკიის წარმოების 152 მმ კალიბრიანი ბორბლებიანი თვითმავალი ჰაუბიცები Dana, ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩნდნენ) და არც იმით, რომ სროლის წარმოებისას საარტილერიო ჭურვების დატენვა ავტომატურ რეჟიმში ხდება(შვედურ Archer-ზე ასეთი ავტომატური სისტემა დიდი ხანია აყენია), არამედ იმით, რომ RCH 155 ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს ჭურვების გასროლა თურმე...სიარულის დროსაც შეძლებია!

ასეთი რამ არტილერიის ისტორიას არ ახსოვს - როგორც წესი ბუქსირებადი ქვემეხებისა და ჰაუბიცების პოზიციების მომზადება წინასწარ ხდება მათი სადგარების მიწაში ჩაფვლითა და გამაგრებით, რათა გასროლისას წარმოქმნილ უკუცემის დიდმა ძალამ ეს საარტილერიო დანადგარი არ გადააბრუნოს.

2-hau-1737625013.jpg

უახლესი გერმანულ-ფრანგული 39 ტონიანი RCH 155 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Boxer-ის ტიპის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზეა შექმნილი, რომელზეც PzH 2000 მუხლუხებიანი თვითმავალი ჰაუბიცის 52 კალიბრის სიგრძის საარტილერი ნაწილი აყენია...

რაც შეეხება ბორბლებიან საარტილერიო დანადგარებს, ისინი საცეცხლე პოზიციაზე გაჩერებისთანავე მიწაზე უშვებენ აუტრიგერებს(ჰიდრავლიკურ საყრდენებს), რომ სროლისას სტაბილიზირება შესძლონ.

გერმანულ-ფრანგული საირაღო კონცერნი KNDS-ი კი აცხადებს, რომ მის უახლესს თვითმავალ ბორბლებიან RCH 155 ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს 155 მმ კალიბრიანი ჭურვების გასროლა თურმე მოძრაობის დროსაც შეძლებია, რაც გარღვევაა იქნება თანამედროვე ომების წარმოებისას.

საქმე ის არის,რომ იმავე რუსეთ-უკრაინის ომში მოწინააღმდეგე მხარეების აღჭურვილობაში დიდი ხანია გამოჩნდა საარტილერიო ცეცხლის დაზვერვის ისეთი რადიოლოკატორები და აკუსტიკური ხელსაწყოები ,რომლებიც მტრის მხრიდან გამოსროლილი ჭურვების ფრენის ტრაექტორიას რადილოკაციური და აკუსტიკური პარამეტრებით რამდენიმე წამში დიდი სიზუსტით ადგენენ თუ რომელი კოორდინატებიდან იქნა ნასროლი ეს ჭურვები და ზუსტი კონტრსაბატარეო საპასუხო ცეცხლის გახსნის საშუალებას აძლევენ თავიანთ არტილერისტებს.

3-hau-1737624962.png
RCH 155 თვითმავალი ჰაუბიცის ორკაციანი ეკიპაჟი ავტომატურ რეჟიმში 155 მმ-იან მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მაქსიმალურ 54 კმ-ზე აწვდენს, საბრძოლო მარაგში 30 ჭურვია, სწრაფსროლა წუთში 9 ჭურვამდე ადის...

სწორედ ამიტომაცაა რთულად ბუქსირებადი არტილერიის მომავალი, რადგან რამდენიმე გასროლის შემდეგ ჰაუბიცის მოხსნას, აკეცვას, გამწევ მანქანაზე ჩაბმასა და საცეცხლე პოზიციის დატოვებას რამდენიმე წუთი მაინც სჭირდება, რაც სრულიად საკმარისია მოწინააღმდეგის ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლის ქვეშ აღმოჩენისთვის...

თვითმვალი საარტილერი დანადგარები ამ მხრივ უკეთეს მდგომარებაში იმყოფებიან, რადგან საცეცხლე პოზიციის დატოვება მათ 30-60 წმ-ში შეუძლიათ.

მაგრამ სულ სხვა რამე იქნება, თუკი ახალი გერმანულ-ფრანგული RCH 155-ი მართლაც შეძლებს შეუჩერებლად(თუნდაც მცირე სიჩქარით მოძრაობისას) ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოებას და თანაც არა მარტო ღია(პირდაპირი დამიზნებით), არამედ დახურული(როდესაც მიზანი არ ჩანს) პოზიციებიდანაც.

საგულისხმოა, რომ გერმანიის მთავრობა თავისი ფულით, 890 მლნ ევროთი უკრაინის არმიისთვის სულ 54 ერთეული RCH 155-ის შეძენას აპირებს, მაგრამ ჯერ დააკვირდება მათ საბრძოლო ნათლობას პუტინის არმიის წინააღმდეგ უკრაინის ფრონტზე...