„მარჯვენა ხელ-ფეხი წამართვეს ახლა ქმარი გვერდით რომ არ მყავს, ძალიან რთულია სამი პატარა ბავშვით დარჩენა“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე ელენე კროტენკო - კვირის პალიტრა

„მარჯვენა ხელ-ფეხი წამართვეს ახლა ქმარი გვერდით რომ არ მყავს, ძალიან რთულია სამი პატარა ბავშვით დარჩენა“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე ელენე კროტენკო

ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნი ვე­ფხია კას­რა­ძე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რე­ჟი­მის ტყვედ მი­იჩ­ნევს.

მსა­ხი­ობს 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ვე­ფხია კას­რა­ძეს სო­ფელ ერგნეთ­ში არ მი­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი სახ­ლი. მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში მო­ა­წყო მე­ურ­ნე­ო­ბა და ფერ­მა, რო­მელ­საც თა­ვად უვ­ლის.

მას პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ორი, ხოლო მე­ო­რეს­თან სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ასე­ვე ჰყავს ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი. რო­გორც მისი მე­უღ­ლე, ელე­ნე კრო­ტენ­კო აღ­ნიშ­ნავს, პა­ტიმ­რო­ბა­ში მას ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა თა­ვი­სი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლი და მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა მათ­თან შეხ­ვედ­რას:

„ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. მა­მი­კომ რა და­ა­შა­ვაო, თა­ვი­დან ჩუ­მად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. მე ვუ­თხა­რი, რომ არა­ფე­რი არ და­უ­შა­ვე­ბია მას, თუმ­ცა ბავ­შვი ვერ იგებს, თუ არა­ფე­რი არ და­უ­შა­ვე­ბია, მა­შინ რა­ტომ ზის მა­მა­მი­სი ცი­ხე­ში?! გო­გო­ნე­ბი 12 და 10 წლი­სე­ბი არი­ან და ბიჭი გახ­და 8 წლის. გო­გო­ნებს ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, უფრო დი­დე­ბი არი­ან და გა­ი­გეს. ბიჭი ხში­რად ტი­რის, სი­ცხეც აქვს ხოლ­მე ნერ­ვულ ფონ­ზე და მისი და­წყნა­რე­ბა უფრო მი­ჭირს. „ჩვენ ყვე­ლა გეგ­მა შეგ­ვეც­ვა­ლა, მა­მი­კო რომ არ არი­სო“, - ამ­ბობს ხოლ­მე. ის სა­უ­კე­თე­სო მა­მაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს შვი­ლებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა, ნატ­რობს, ნა­ხოს შვი­ლიშ­ვი­ლიც. მე­ო­ჯა­ხე, პა­ტი­ო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია, თა­მა­და, რო­გორც ქარ­თველ კაცს შე­ე­ფე­რე­ბა. მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი წა­მარ­თვეს ახლა ქმა­რი გვერ­დით რომ არ მყავს, ძა­ლი­ან რთუ­ლია სამი პა­ტა­რა ბავ­შვით დარ­ჩე­ნა...“, - გვი­ამ­ბო ელე­ნე კრო­ტენ­კომ.

ვე­ფხია კას­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 6 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც ელე­ნე კრო­ტენ­კომ აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გამო გა­და­ი­დოს.