"ახალი თეატრი" გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს - რას აცხადებს დავით დოიაშვილი?
„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
“ჩვენ ვიწყებთ „ახალი თეატრის“ მანიფესტს. აუცილებლად შემოგვიერთდება ყველა თეატრის მსახიობი.
„ახალი თეატრი” გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს”, - განაცხადა დოიაშვილმა.
თეატრის წინ მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
"ინტერპრესნიუსი"