რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

დღევანდელ აქციას მარშით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც „ახალი თეატრთან“ იყვნენ შეკრებილები.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უკვე 57-ე დღეა იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და აქციების დროს დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

"ინტერპრესნიუსი"