"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა... საკმაოდ მკაცრი კანონებია და შესაბამისად დაიწყო გამოძიება" - ირაკლი ზარქუა აბუდაბიში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა... საკმაოდ მკაცრი კანონებია და შესაბამისად დაიწყო გამოძიება" - ირაკლი ზარქუა აბუდაბიში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა "ტელეიმედის" ეთერში აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს:

"ვერსია ერთია და შევეცდები, რომ მოგიყვეთ, ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ნაცნობს-უცნობს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა, გვეუბნებიდა, რომ ყველაფერი კარგად არის და სწორად მოიქეცით, მაგრამ დავძენ, რომ ის რაც მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ შეურაცხყოფაზე ოჯახის, შვილების, ახლობლების, მიუხედევად თმენის ვალდებულებისა, ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ. პირველ დღეს საუზმის დროს მცდელობა იყო, რომ პროვოკაცია მოეწყო, იქ მიიღო მისაღები და ამის შემდეგ მეორე დღესაც იგივე მოხდა, თან ეს ცოლ-ქმარი ასე დადგმული რეჟისურა, რა ვიცი რანაირად ახერხებდნენ, რომ ის მონაკვეთი გადაეღოთ და შემდეგ გაევრცელებინათ, მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ვნახეთ პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის შედეგი და მოცემულობა, ამის შემდეგ იყო პროცედურა, საკმაოდ მკაცრი კანონებია და შესაბამისად დაიწყო გამოძიება, თან იმას აქედან კარნახობდნენ, რომ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო, ის ვიღაც ახალგაზრდა იყო იქ, ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ეტყობა იმდენად ამოუვიდა ყელში ეს პროვაკაცია, რომ თვითონაც თეფში ისროლა თუ რაღაც, არც ვიცნობთ იმ ადამიანს...ჩაინიშნა ჯარიმა, ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაგვეტოვებინა აბუ-დაბი, იქ პოლიციამ, სასამართლომაც და პროკურატურამაც კარგად გაიაზრა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენ წინააღდეგ დადგმული და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ უწყებას, ვინც იქ იყო ამ პროცესში ჩართული, სამი დღეა ჩამოვედით, გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები და პოლიტილოგები ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს და რაღაც 80 000 დოლარი, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ, ჯარიმა გამოიწერა 10-15-ჯერ ნაკლები, გვყავდნენ იქ მეგობრები და მათ გადაიხადეს. ამ 3000 -4000 დოლარს თბილისში ვართ და რამენაირად მოვახერხებ, გადავიხდი. მე ის ახალგაზრა შემეცოდა, რომელიც არის მართული, ასე მართავენ და იყენებენ ეს უსამშობლოები"- ამბობს ზარქუა.