სოლიდარობა სინდისის პატიმრის ოჯახს - ჩაერთე „პალიტრა L-ის” საქველმოქმედო პროექტში „გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - კვირის პალიტრა

სოლიდარობა სინდისის პატიმრის ოჯახს - ჩაერთე „პალიტრა L-ის” საქველმოქმედო პროექტში „გადაიხადე, რამდენიც გინდა“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მკი­თხველს უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი და ბევ­რი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი აქ­ცი­ით „გა­და­ი­ხა­დე, რამ­დე­ნიც გინ­და“ და­უბ­რუნ­და. დღე­ი­დან, 24 იან­ვრი­დან „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ მი­ხე­ი­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და გა­და­ი­ხა­დოთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც თქვენ გსურთ.

აქ­ცია საქ­ველ­მოქ­მე­დოა და მის ფარ­გლებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით „პა­ლიტ­რა L” იმ დრო­ის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ში ერ­თვე­ბა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ისი­ნი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რონ და სწო­რედ ამი­ტომ ამ­ჯე­რად შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით სინ­დი­სის პა­ტიმ­რის ოჯახს მხარ­და­ჭე­რას გა­უ­წე­ვენ.

სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი ვე­ფხია კას­რა­ძე, რო­მე­ლიც ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია, 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რე­ჟი­მის ტყვედ მი­იჩ­ნევს.

მსა­ხი­ობს 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ვე­ფხია კას­რა­ძეს სო­ფელ ერგნეთ­ში არ მი­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი სახ­ლი. მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში მო­ა­წყო მე­ურ­ნე­ო­ბა და ფერ­მა, რო­მელ­საც თა­ვად უვ­ლის. მას პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ორი, ხოლო მე­ო­რეს­თან სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ასე­ვე ჰყავს ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი. კას­რა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 6 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი

„პა­ლიტ­რა L-ის“ აქ­ცი­ა­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხაც ვე­ფხი­ას ოჯახს გა­და­ე­ცე­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტი­ვია. „ბიბ­ლუ­სის“ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და მარ­ტი­ვად ჩა­ერ­თოთ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. თუ წიგნ­ში 5 ლარ­ზე ნაკ­ლებს გა­და­იხ­დით, თან­ხის 10% გა­და­ე­რი­ცხე­ბა პა­ტიმ­რის ოჯახს, ხოლო 5 ლარ­ზე ზე­მოთ გა­დახ­დი­ლი თან­ხა სრუ­ლად მათ გა­და­ე­რი­ცხე­ბა.

თე­მა­ტუ­რია ის წიგ­ნიც, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში იყი­დე­ბა. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა რო­მა­ნი და­წე­რა ყვე­ლა­ზე მძი­მე და არას­ტა­ბი­ლურ პე­რი­ოდ­ში, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი იდევ­ნე­ბო­და, ხოლო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მტრო­ბად ით­ვლე­ბო­და.

ეს წიგ­ნი ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს, რად­გან ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მწვა­ვედ შეგ­ვახ­სე­ნებს, თუ რა ემარ­თე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­დე­საც ცოდ­ნას მოქ­მე­დე­ბა არ ახ­ლავს, ხოლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა ცი­ნიზ­მში გა­და­იზ­რდე­ბა.

R