ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 10 ათასამდე ქართულ ხელნაწერსა და 40 ათასამდე ისტორიულ დოკუმენტს ინახავს - კვირის პალიტრა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 10 ათასამდე ქართულ ხელნაწერსა და 40 ათასამდე ისტორიულ დოკუმენტს ინახავს

10 ათა­სამ­დე ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი და 40 ათა­სამ­დე ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი - ეს ის მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რო­მელ­საც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლის და ინა­ხავს. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ცენ­ტრი ათე­უ­ლი წლე­ბია დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

ინ­სტი­ტუ­ტის მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ხელ­ნა­წერ­თა, ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტთა და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბის დაც­ვა-შე­ნახ­ვა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლა. სულ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა აქ არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მეს.

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად მისი დი­რექ­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ზაზა აბა­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

us-x9lbe-1737707892.jpg

მოგ­ვი­ყე­ვით ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შექ­მნის ის­ტო­რია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბი მის ის­ტო­რი­ა­ში...

XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­სა და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, სა­ზო­გა­დო და სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­სა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შეს­ყიდ­ვა და­ი­წყეს. ამ დიდ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, ალექ­სან­დრე ხა­ხა­ნაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ფურ­ცე­ლა­ძე, ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლი, თედო ჟორ­და­ნია, სერ­გი გორ­გა­ძე, და­ვით კა­რი­ჭაშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, ნიკო მარი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მოსე ჯა­ნაშ­ვი­ლი, სარ­გის კა­კა­ბა­ძე, წმ. კი­რი­ო­ნი (სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი), წმ. ამ­ბრო­სი (ხე­ლა­ია), გი­ორ­გი ბო­ჭო­რი­ძე და სხვა. აღ­მო­ჩე­ნი­ლი და შეს­ყი­დუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ეგ­ზარ­ქო­სოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის სა­ცა­ვებ­ში გროვ­დე­ბო­და. 1907 წლი­დან კი მათი ნა­წი­ლი ახ­ლად და­არ­სე­ბულ სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგნ­სა­ცავ­ში ხვდე­ბო­და. 1918 წელს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის შემ­დეგ, თით­ქმის ყვე­ლა ხელ­ნა­წერ­მა თავი მო­ი­ყა­რა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და 1929 წელს გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმს, სა­დაც 1930 წელს შე­იქ­მნა ხელ­ნა­წერ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა. 1958 წელს ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა ხელ­ნა­წერ­თა (თა­ვი­დან პა­ლე­ოგ­რა­ფი­ის) ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლის და­არ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი სხვა ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი არ­მე­ნო­ლო­გი და ქარ­თვე­ლო­ლო­გი ილია აბუ­ლა­ძე. ის ინ­სტი­ტუ­ტის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რიც იყო.

ინ­სტი­ტუ­ტის მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ხელ­ნა­წერ­თა, ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტთა და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბის დაც­ვა-შე­ნახ­ვა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლა. სულ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა აქ არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მეს.

რო­გო­რია ამ­ჟა­მად ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრში და­ცუ­ლი ფონ­დი?

ცენ­ტრში 10 ათა­სამ­დე ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი და 40 ათა­სამ­დე ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია და­ცუ­ლი. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია პა­ლიმფსეს­ტურ ფურ­ცლებ­ზე, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნე­ებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია მეფე ბაგ­რა­ტის XI-ს სი­გე­ლი. ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გარ­და, ცენ­ტრში და­ცუ­ლია ათა­სო­ბით ბერ­ძნუ­ლი, სომ­ხუ­რი, არა­ბუ­ლი, ებ­რა­უ­ლი, სპარ­სუ­ლი, ოს­მა­ლუ­რი, სლა­ვუ­რი და ლა­თი­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი და დო­კუ­მენ­ტი.

რა ად­გი­ლი უკა­ვია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ცულ ექ­სპო­ნა­ტებს მსოფ­ლიო ფონდში?

ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი მსოფ­ლიო ხელ­ნა­წე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და ამა­ვე დროს თვითმყო­ფა­დი და უნი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლია. აქ და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი ისე­თი, რო­გო­რი­ცაა: ჯრუ­ჭის ოთხთა­ვე­ბი, გე­ლა­თის ბიბ­ლია და გე­ლა­თის ოთხთა­ვი, წყა­როს­თა­ვის სა­ხა­რე­ბა, ალა­ვერ­დის და მოქ­ვის ოთხთა­ვე­ბი, სა­ე­რო ხა­სი­ა­თის თხზუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ხელ­ნა­წე­რე­ბი მსოფ­ლიო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის უიშ­ვი­ა­თე­სი ძეგ­ლე­ბია.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი ინა­ხე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი?

ცენ­ტრის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­ნო­ბის სა­კი­თხია. ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აკა­დე­მი­კო­სი აკა­კი შა­ნი­ძე სა­ცა­ვე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავ­და. მას შემ­დეგ ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­მა გან­ვლო და ვერ ვე­ღირ­სეთ ახალ შე­ნო­ბა­ში გა­დას­ვლას ან სა­ცა­ვე­ბი­სათ­ვის ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას, თუმ­ცა პრო­ექ­ტი უკვე არ­სე­ბობს. იმე­დი გვაქვს, პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მოგ­ვარ­დე­ბა კლი­მა­ტუ­რი რე­ჟი­მის დაც­ვის პრობ­ლე­მაც. დღეს არ­სე­ბუ­ლი კლი­მატ­კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა ყო­ველ თვე გა­მო­დის მწყობ­რი­დან და სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბა? სჭირ­დე­ბა თუ არა და­მა­ტე­ბი­თი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვა?

ცენ­ტრი, რო­გორც სსიპ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­დის და მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ფი­ნანსდე­ბა. ბოლო წლებ­ში ცენ­ტრის ბი­უ­ჯე­ტი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ, ცხა­დია სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რის შე­სა­ძე­ნა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მოგ­ვი­ყე­ვით „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. რას გუ­ლის­ხმობს ის და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

ბოლო ერთი წე­ლია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას­თან“ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცენ­ტრს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი თა­ვა­ძე ეს­ტუმ­რა. მან და­ათ­ვა­ლი­ე­რა შე­ნო­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ცა­ვე­ბიც. უნდა გი­თხრათ, რომ რამ­დე­ნა­დაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბამ, იმ­დე­ნად მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა სა­ცა­ვებ­მა, ზო­გა­დად შე­ნო­ბამ და მის­მა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბამ. ამ ვი­ზი­ტის დროს გა­და­წყდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ივე­რი­ი­სა“ უფრო აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში და ცენ­ტრს ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა­საც გა­უ­წევს. სა­ჩუქ­რად უკვე გად­მოგ­ვე­ცა ახა­ლი სა­გა­მო­ფე­ნო ვიტ­რი­ნე­ბი და პრო­ექ­ტო­რი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზის­თვის, რაც ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ და­ა­ფი­ნან­სა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ალ­ბო­მის გა­მო­ცე­მა ჩვენს ხელ­ნა­წე­რებ­ზე − Georgian Manuscript Heritage, რო­მე­ლიც ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დალი ჩი­ტუ­ნაშ­ვილ­მა, ნეს­ტან ჩხიკ­ვა­ძემ, თა­მარ ოთხმე­ზურ­მა, მაია მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მაია კა­რა­ნა­ძემ და ნინო ქავ­თა­რი­ამ შე­ად­გი­ნეს . გა­მო­ცე­მის 200 ეგ­ზემპლა­რი სა­ჩუქ­რად გად­მო­ე­ცა ცენ­ტრს. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ამ ალ­ბო­მის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის გა­მო­ცე­მა­საც აპი­რებს. ის უდა­ვოდ დიდი სა­ჩუ­ქა­რია, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, ისე ქვეყ­ნის სტუმ­რე­ბის­თვის.

პა­რა­ლე­ლუ­რად, თქვენ „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ბრძან­დე­ბით. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს სტა­ტუ­სი?

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვიყო „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას“ ქტი­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი, მი­თუ­მე­ტეს, რომ მას­ში ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი − მეც­ნი­ე­რე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე­ე­ბი შე­დი­ან. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისეთ დიდ, მნიშ­ვნე­ლო­ვან, ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ებს აკე­თებს, რომ მათ­ში მცი­რე მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც კი დიდი პა­ტი­ვია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის.

xhobee-r-1737707892.jpg

R