პოლიტიკური "ანომალია" თბილისის ავტობუსებში - გადახდის აპარატებიდან გამსახურდიას, ჟვანიასა და ივანიშვილის ხმები ისმის
თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატებიდან ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის ხმები ისმის.
სოციალურ ქსელში ვიდეოებს მოქალაქეები აზიარებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი და მიკროავტობუსი) ჩართულ სხვადასხვა შინაარსის ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
ვიდეო: Nina Zhorzholadze