"ყველანაირი მარში გამიგია, მაგრამ ავტობუსების სალარო აპარატების მარში პირველად ვნახე" - რას წერს გია ხუხაშვილი
"ყველანაირი მარში გამიგია, მაგრამ ავტობუსების სალარო აპარატების მარში პირველად ვნახე", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენეთ, რომ თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატებიდან ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის ხმები ისმდა
სოციალურ ქსელში ვიდეოებს მოქალაქეები აზიარებენ.
თბილისის მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი და მიკროავტობუსი) ჩართულ სხვადასხვა შინაარსის ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშა.
ამ დროისთვის გადახდის სისტემა აღდგენილია.