„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო - კვირის პალიტრა

„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო

„პა­ლიტ­რა L-ი“ აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში „გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მანს „ჯა­ყოს ხიზ­ნებს“ გთა­ვა­ზობთ. მი­ღე­ბულ თან­ხას გა­მომ­ცემ­ლო­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რის, ვე­ფხია კას­რა­ძის ოჯახს გა­და­უ­რი­ცხავს. კამ­პა­ნია 24 იან­ვარს და­ი­წყო.

აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში სა­სურ­ველ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რო­მა­ნი „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“. თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­დახ­დი­ლი 5 ლა­რამ­დე თან­ხის 10% გა­და­ე­რი­ცხე­ბა პა­ტიმ­რის ოჯახს, მე­ტის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში კი - თან­ხა სრუ­ლად ბე­ნე­ფი­ცი­არს მოხ­მარ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რე­ჟი­მის ტყვედ მი­იჩ­ნევს.

NS