"მკვლელი ლევანის საუკეთესო მეგობარია... მიტოვებული კორპუსის მეშვიდე სართულზე აიყვანა და..." - დანაშაულის ახალი დეტალები
თბილისში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად მოკლეს. ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაული ჯანგულაშვილის საუკეთესო მეგობარმა ჩაიდინა, თუმცა მოტივზე საუბარი უჭირთ.
"დაკარგული იყო 12 დღე, გუშინ იპოვეს დამწვარი ცხედარი. მისი მეგობარია მკვლელი. მიტოვებული კორპუსის მეშვიდე სართულზე აიყვანა, მშენებარე კორპუსში... შემდეგ ხის ფიცრით სცემა და შემდეგ გადმოაგდო მეშვიდე სართულიდან. ამის შემდეგ შეიყვანა პირველ სართულზე ლიფტის შახტში და ბენზინით ცეცხლი მოუკიდა.
ეჭვმიტანილი იყო, რადგან ბოლოს მასთან ჰქონდა კონტაქტი ლევანს. არ ვიცით რაზე მოხდა მკვლელობა, მოტივი არ ვიცით. მანამდე სანამ ლევანს ვეძებდით მკვლელი კვალს გვირევდა, ჩვენთან ერთად ეძებდა ლევანს და ამბობდა უცნობ პირთან ერთად გაუჩინარდაო" - ამბობს მოკლულის დეიდაშვილი.
AMBEBI.GE ლევან ჯანგულაშვილის ოჯახის კიდევ ერთ ახლობელს ესაუბრა:
"ლევანი დედასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მას იდეალური ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მის გარეშე ერთ წუთს ვერ ძლებდა, ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. 12 იანვარს, ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მისი ძებნა დავიწყეთ. გუშინწინ მივაკვლიეთ ლევანის კვალს - გავედით ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, ყველა ჯგუფში დავწერეთ, რომ ვეძებდით და დახმარება გვჭირდებოდა. გააგრძელეთ კითხვა