პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია - კვირის პალიტრა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია. აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. აქციას იპოდრომიდან „მუსიკალური აქცენტების“ მონაწილეები და „ფასების ზრდით უკმაყოფილოები“ შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 59-ე დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.

დემონსტრანტებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.