ანეკდოტები
- მოვიფიქრე! ამ კვირაში გავუშვათ ეთერში, ვითომ კალაძე შეხვდა ქურდებს.
- მერე, კადრები?
- კადრებზე ვანომ იზრუნოს, ყველაფერს ჩვენ ხომ არ გავაკეთებთ?
ქმარი ცოლს ხელზე კოცნის:
- ჩემო სიხარულო, ჩემო სიმდიდრე...
- გმადლობ, ძვირფასო...
- ბეჭედს ვეამბორები, 10 ათასი რომ მივეცი!
- რაც შენ გაგიცანი, საჭმელს ვეღარ ვჭამ...
- ასე ძალიან გიყვარვარ?
- არა, ფული არ მრჩება...
ორი მილიარდერი ხვდება ერთმანეთს:
- როგორ ხარ?
- რავი, ვარ რა, ორი წლის წინ "ფორბსის" სიაში მე-13 ვიყავი, მერე - 25-ე, ახლა მე-7 ვარ.
- ვაა, რა მაგრად უწვალებიხარ ცხოვრებას!!!