"Bonjour Paris - პირველი დღე ჩემს ახალ სახლში" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია პარიზში წარმატებული პირველი მატჩის შემდეგ? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"Bonjour Paris - პირველი დღე ჩემს ახალ სახლში" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია პარიზში წარმატებული პირველი მატჩის შემდეგ? (ვიდეო)

ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში, პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენტაცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ კი ლუის ენრიკემ ქართველის ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა.

"კვარამ" თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურთი ძელს გაარტყა. სტუმრებმა უშედეგო კონტრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში დედაქალაქელები გააქტიურდნენ და ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე უსმან დემბელეს გაატანინა.

"Bonjour Paris -მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის, ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!" - წერს ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გამართული პირველი მატჩის შემდეგ.