თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

"მთის ამ­ბე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, თეა გო­დო­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. "მთის ამ­ბებ­მა" გო­დო­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ჩა­წე­რა. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბის საფრ­თხის გამო მი­ი­ღო".

"ცი­ხე­ში ჯდო­მით ბევ­რს ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. გა­რე­დან გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას. გა­ცი­ლე­ბით მეტი ვიცი და გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­მიძ­ლია, ვიდ­რე ჰგო­ნი­ათ“, - აცხა­დებს თეა გო­დო­ლა­ძე."მთის ამ­ბე­ბის" ცნო­ბით, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას წინ უძღო­და, სა­სა­მარ­თლოს მიერ, თეა გო­დო­ლა­ძე­ზე მძი­მე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის გა­მარ­თლე­ბა, თე­ას­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმე­ბი და მის წი­ნა­აღ­მდეგ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ.

"ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი მაქვს 2023 წლის ზა­ფხულ­ში, შო­ვის ტრა­გე­დი­ამ­დე ორი კვი­რით ადრე. შო­ვის ტრა­გე­დი­ამ უფრო გა­ამ­ძაფ­რა მდგო­მა­რე­ო­ბა. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მოხ­და 2023 წლის 5 ივ­ლისს.ჩა­ტარ­და მხო­ლოდ ერთი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და მას შემ­დეგ პრო­ცე­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს გო­დო­ლა­ძე.