"კვარაცხელია პარიზშიც ბრწყინავს", "ეს მასტერკლასი იყო" - რას ამბობს მწვრთვნელი და რას წერენ პარიზელები "კვარაზე"?
"პარიზ სენ-ჟერმენში" ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. პსჟ-მა შინ "რეიმსს" უმასპინძლა
გუნდმა ხვიჩა ჯერ პარკ დე ფრანსზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივრის წინაშე წარადგინა, ხოლო შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პირველივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.ხვიჩას სადებიუტო მატჩი შედეგიანი აღმოჩნდა - ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე საგოლე გადაცემა უსმან დემბელეს მისცა, რომელმაც გოლი გაიტანა. 56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პსჟ აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ მის ნაცვლად თამაშში მარკო ასენსიო ჩაერთო. ხვიჩას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შემდეგნაირად შეაფასეს: Flashscore 7.3, Whoscored 6.9, Sofascore 6.9"ეს დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება. ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ლუის ენრიკემ "ფიგაროს" წაიკითხეთ ვრცლად