"ელდარს გაუმარჯოს, ჩემს უსაყვარლეს მამიდაშვილს და გენიალურ ქართველ კინორეჟისორს!" - როგორ ულოცავს კირა ანდრონიკაშვილი 92 წლის ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს?
სახელოვანი ქართველი კონორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის გახდა.
"ელდარს გაუმარჯოს, ჩემს უსაყვარლეს მამიდაშვილს და გენიალურ ქართველ კინორეჟისორს! უფალმა სიკეთე და დღეგრძელობა მოგცეს. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!" - წერს კირა ანდრონიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ელდარ შენგელაია რეჟისორია ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).