ბინები როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში გაძვირდა - როგორ შეიცვალა გასულ წელთან შედარებით ფასები?
2024 წელს თბილისში 41 284 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გაყიდვები წლიურად 2%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 12%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.
„2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.
2024 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ბინების ფასები ყოველთვიურ ჭრილში ზრდას აჩვენებდა. 2024 წელს თვეების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო ფასი იანვარში დაფიქსირდა და 1 კვ.მ-ზე 1025 დოლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე მაღალი ნოემბერში იყო და 1115 დოლარს უტოლდებოდა. რაც შეეხება ბოლოს - დეკემბრის მონაცემებს, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 110 დოლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე (1 018 დოლარი) 8.2%-ით მეტია. წაიკითხეთ ვრცლად