რა გააკეთა მამარდაშვილთან დაკავშირებით "ბარსელონას" მეკარემ "ვალენსიის" გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ? - კვირის პალიტრა

რა გააკეთა მამარდაშვილთან დაკავშირებით "ბარსელონას" მეკარემ "ვალენსიის" გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ?

ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" გასვლაზე "ბარსელონასთან" 1:7 განადგურდა. ქართველ მეკარესა და მთლიანად "ღამურებს" მიმდინარე სეზონში აშკარად ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდათ.

მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მეკარე ვოიცეხ შესნიმ ნამდვილი სპორტსმენის თვისება გამოავლინა. ის ქართველ კიპერთან მივიდა, ჩაეხუტა და თანადგომა გამოუხატა.

წყარო