დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭეს
ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიიღო.
დიზაინერის დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის კულტურის სამინისტროში ჩატარდა. ჯილდო გვასალიას კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ გადასცა. დიზაინერს ეს ჯილდო, მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადასცეს.
დემნა გვასალია ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი 2015 წლიდან არის. წყარო