„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია - ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული - კვირის პალიტრა

„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია - ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიას უკიდია.

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა.