"ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო" - რას ითხოვს ანა დოლიძე
"მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ტალინში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის უფასო" - ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბევრგან ტრანსპორტი უფასო ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა შეუმსუბუქოს ტვირთი ხალხს გაძვირებული ცხოვრების გამო. დამდგარი ეკონომოკური კრიზისის პირობებში, როდესაც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო უძვირდებათ ცხოვრება, ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო. ამით ასეულობით ლარს დავუტოვებთ ჯიბეში ადამიანებს და მივცემთ საშუალებას ეს ფული დახარჯონ საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", - წერს დოლიძე.