"ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო, ისე მძიმედ გავზარდე, ქირიდან ქირამდე ვცხოვრობდით" - რას ამბობს რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედა? - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო, ისე მძიმედ გავზარდე, ქირიდან ქირამდე ვცხოვრობდით" - რას ამბობს რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედა?

რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედა "ტვპირველთან" საუბრობს:

"ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო, ისე მძიმედ გავზარდე, ყველაფერი გავიარეთ, ქირიდან ქირამდე ვცხოვრობდით. "დედა, რა არის ჩვენი ცხოვებაო, არაფერი არ გვაქვს, ჩემი ოთახი არ მაქვსო". დაიბნენ პატარები და ვერაფრით უშველეს, ყვიროდა და ისე ვეხმარებოდითო, ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო, ცუდ მდგომარეობაში არიამ ტირიან... დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს. მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი ვის დავაბრალო, ვინ არის პასუხისმგებელი, გამგეობა? მერია?" - ამბობს მოზარდის დედა.

ინფორმაციისთვის, 25 იან­ვარს, თბი­ლის­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, რი­ყის პარ­კის სი­ახ­ლო­ვეს 132-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე, 16 წლის იო­სებ ადე­იშ­ვი­ლი წყლით სავ­სე თხრილ­ში ჩა­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. მომ­ხდარ­ზე უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა თბი­ლი­სის მე­რი­ამ, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, 16 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, რი­ყის პარკში მდე­ბა­რე ღია თხრილ­ში ჩა­ვარ­და.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სრუ­ლი სიც­რუე და ცი­ლის­წა­მე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ შემ­თხვე­ვა მოხ­და ერთ-ერთ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში.

სამ­წუ­ხა­როა, რომ მე­დია მსგავს ტრა­გე­დი­ას იყე­ნებს უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პა­ტი­ვი სცენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დონ მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

თბი­ლი­სის მე­რია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს".