"ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ" - რას წერს ნიკა გვარამია? - კვირის პალიტრა

"ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ" - რას წერს ნიკა გვარამია?

ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, - წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია - ცეცხლი ოლიგარქიას“.

„ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის თანახმად: „ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, "ოცნებას" აქვს შემდეგი პირობები:

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე;p.s. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს გვარამია.

"ინტერპრესნიუსი"