"მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო" - რას წერს სალომე სამადაშვილი?
სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დილას შეხვედრაზე პასე-ს პრეზიდენთან გამოვთქვი მოსაზრება, რომ ნახევრად გაგდებულები, ქოცები საბოლოო გაგდებას არჩევდნენ რუსების სტრატეგიას-თავად გაიქცეოდნენ.
ასე მოიქცნენ ევროპელი სოციალისტები როდესაც აგდებდნენ, ევროკავშირსაც არ დაელოდნენ, ეთქვა არ ვხსნით მოლაპარაკებებსო და ჩვენ არ გვინდაო, განაცხადეს.
მოკლედ ქოცს სანამ საიდანღაც აგდებენ, იძახის მე თვითონ მივდივარო. მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო.
მერე ამას ასაღებს თავის მომხრეებზე, როგორც დიდ გამარჯვებას.
მოკლედ კი, ქოცს საკუთარი ამომრჩეველი იდიოტად მიაჩნია.
დროა, ამ ხალხმა თავმოყვარეობა გამოიჩინის და უთხრას, რომ იდიოტი არაა." - წერს სალომე სამადაშვილი.