"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ... ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ეს ჭარ­ბი წონა ჩემი არ იყო" - თაკო კორინთელი თვლის, რომ მისი "ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია" - კვირის პალიტრა

"ჯადო ჩემთვის ქილიკის საგანი იყო, მაგრამ... ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ეს ჭარ­ბი წონა ჩემი არ იყო" - თაკო კორინთელი თვლის, რომ მისი "ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს შედეგია"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი თაკო კო­რინ­თე­ლი ცოტა ხნის წინ გა­მომ­წე­რე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით - გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით წარ­სდგა.

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე. 32 წე­ლია რაც უშ­ვე­ლე­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭა თმით დავ­დი­ვარ, ამი­ტომ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლამ შე­ამ­ჩნია რომ წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე. გა­და­მა­ყო­ლეს, რამ გა­ა­სუ­ქა ასეო,“ - აცხა­დებ­და მსა­ხი­ო­ბი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მისი ფორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, თაკო კო­რინ­თელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი აუ­რა­ცხე­ლი ბუ­ლინ­გის ატა­ნაც მო­უ­წია. ამის შე­სა­ხებ მან დე­ტა­ლუ­რად გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში" ისა­უბ­რა.

"ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­თვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, ახლა "ძვე­ლი" თაკო ბრუნ­დე­ბა. ყვე­ლას გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც სა­ჭი­როა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი პე­რი­ო­დი იყო. იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­მოც ჰორ­მო­ნა­ლუ­რი წამ­ლე­ბის და­ლე­ვა მი­წევ­და. ამან შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვია. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ ეს წა­მა­ლი გა­სუ­ქე­ბა­სა და შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს. რომ და­ვი­წყე ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა და ნელ-ნელა გავ­ფუვ­დი, შევ­შუპ­დი, მა­ყუ­რე­ბელ­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც და­ი­ნა­ხა, რომ ეს პა­ტა­რა, “ჩხინ­კო­რა“ გოგო გა­სუქ­და, წა­მო­ვი­და ტექ­სტე­ბი... პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შიც მწერ­დნენ და სა­ჯა­რო­დაც წერ­დნენ. აგ­რე­სი­უ­ლად თავს მეს­ხმოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­გან მატ­კი­ნა გული, ძა­ლი­ან მატ­კი­ნა.

ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ეს ჭარ­ბი წონა ჩემი არ იყო. მშვი­დად ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბო­და, ჩემს ფორ­მებს ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი.

პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ისე­თი წე­რი­ლე­ბი მომ­დი­ო­და, რომ თა­ვი­დან მე­ტი­რე­ბო­და. ამის გამო ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ იყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან უტაქ­ტო და ცუდი მე­სი­ჯი...

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ გადაცემა