"ნუკრი ქანთარია მიზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას..." - რას ჰყვება მსახიობი მეგი კობალაძე? - კვირის პალიტრა

"ნუკრი ქანთარია მიზღუდავს საკუთარი აზრის დაფიქსირებას..." - რას ჰყვება მსახიობი მეგი კობალაძე?

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლემ, ბა­თუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა მეგი კო­ბა­ლა­ძე გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და წერ­და, რომ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ატ­რი­დან მის გაგ­დე­ბას აპი­რებ­და. სა­უ­ბა­რი იყო ნუკ­რი ქან­თა­რი­ა­ზე. კად­რებ­ში ის­მის ქან­თა­რი­ას და კო­ბა­ლა­ძის კა­მა­თი.

"ჩემი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი დღეს აპი­რებ­და ჩემს გაგ­დე­ბას და მე­მუქ­რე­ბო­და, გა­და­გი­ხევ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­სო. კა­მე­რამ მიხ­სნა. კო­ლე­გე­ბი მყავს მოწ­მე­ე­ბად" - წერ­და მსა­ხი­ო­ბი

გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მსა­ხი­ო­ბის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. მეგი კო­ბა­ლა­ძეს მეტი დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დით...

- რა უძღო­და წინ ამ ყვე­ლა­ფერს, რას უკავ­ში­რებთ მის (ნუკ­რი ქან­თა­რი­ას) აგ­რე­სი­ას?

- მის აგ­რე­სი­ას ვუ­კავ­ში­რებ ჩემს გან­სხვა­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ აზრს. იმას, რომ მას სი­მარ­თლის მოს­მე­ნა არ სურს. მი­ზღუ­დავს სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას და აპ­რო­ტეს­ტებს გა­ფი­ცუ­ლი რომ ვარ.

- მა­ნამ­დეც გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­ით?

- ზო­გა­დად ცი­ნი­კუ­რი უფ­როა, ვიდ­რე აგ­რე­სი­უ­ლი. თუმ­ცა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ისე წა­რი­მარ­თა, მე მას ვუ­თხა­რი, რომ ის იყო ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტა­რი, მხედ­რი­ო­ნე­ლებს შე­ვა­და­რე, რა­მაც მისი მძაფ­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­მი­წყო ყვი­რი­ლი და მი­თხრა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­მი­ხევ­და და გა­მაგ­დებ­და.

მა­ნამ­დე მი­თხრა, დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს რომ არ სცემ­დეს პა­ტივს, ამ­დენ ხანს გა­მაგ­დებ­და. რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მაგ­დებთ-თქო რომ ვე­კი­თხე­ბი, პა­სუ­ხი არ აქვს.

- ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ არ და­გი­კავ­შირ­დათ?

- არა, პი­რა­დად არა­სო­დეს გვე­კონ­ტაქ­ტე­ბა. და­სის შეკ­რე­ბის დროს გვი­რე­კავს და­სის გამ­გე და გვი­ბა­რებს. კა­ბი­ნე­ტის შე­სას­ვლელ­თან კი მდი­ვა­ნი უზის... მოკ­ლედ დიდი კე­დე­ლი აქვს აღ­მარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბებ­სა და მას შო­რის.

ჩემი მას­თან შეს­ვლის მი­ზე­ზი და­ნა­მა­ტე­ბი იყო. ანუ ერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში ვინც ვართ, ზოგს მო­უ­მა­ტა 10%, ზოგს 17% და და ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვა გა­მიჩ­ნდა, მე რა­ტომ არ მო­მი­მა­ტეთ-მეთ­ქი. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, რომ თურ­მე სან­დო არ ვარ. თუმ­ცა არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, რომ უარი მეთ­ქვა, ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად არ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩემი საქ­მე. არც ვაგ­ვი­ა­ნებ­დი, ძა­ლი­ან დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ვარ. ეს პა­სუ­ხი, რომ თით­ქოს მე არ ვარ სან­დო, არაფ­რით არ მი­ვი­ღე. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა მისი მხრი­დან. იმი­ტომ რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს და ამას სა­ჯა­როდ ვამ­ბობ, აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ვარ.

- ამ­ბობთ რომ გსურთ ევ­რო­პა და არა რუ­სე­თი?

- დიახ, ცხა­დია.

- თე­ატ­რში სხვე­ბი არ გა­მო­ხა­ტა­ვენ იგი­ვე აზრს თუ მორ­ჩი­ლე­ბი არი­ან?

- ყვე­ლას­გან არაა მორ­ჩი­ლე­ბა რა თქმა უნდა, ჩვენ­თან დას­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბია. იხილეთ სრულად