"ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ნერვიულობისგან, როცა უთხრეს, არ იმუშაო გაგადეპორტებენო... ქართველებო, ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორებს" - რას წერს ნინი შერმადინი აშშ-დან
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი დეპორტაციასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე წერს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.
"მეგობრებო, ძალიან ბევრი ანონიმური პოსტი მხვდება და არ შემეძლო არ დამეწერა ეს პოსტი ქართველებო, ვინც ნერვიულობთ დეპორტაციაზე, გთხოვთ ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორებს, რომ თითქოს ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ.
დიახ არის რეიდები, მაგრამ ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს ეხებათ და არა პატიოსან მშრომელ ხალხს. ამას წინად სადღაც წავიკითხე ვითომ X Factory დან ხალხი აიყვანეს, ზუსტად იმ დღეს იქ ვმღეროდი ღამის 1 საათამდე იქ ვიყავით მე და ირაკლი შარაძე. პოლიცია უბრალოდ პერიმეტრს აკონტროლებდა, როგორც ეს სულ ხდება.
არავინ არ აუყვანიათ და არც გაუდეპორტებიათ, გუშინ ჩემი მეგობარი გააჩერეს ისიც მექსიკიდან შემოსული და უპრობლემოდ გაუშვეს! ჩემი მეგობრის დეიდაშვილის შვილს ახალგაზრდა ბიჭს გული გაუსკდა ნერვიულობისგან, არ იმუშაო გაგადეპორტებენო და ვერ გადაიტანა ადამიანმა, ამდენ ვალს როგორ გადავიხდიო და გარდაიცვალა! კაცი გარდაიცვალა ნერვიულობით! გააგრძელეთ კითხვა